სომხეთის პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის რეგიონსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი სამხედრო შეტაკებების განზრახვა აქვს.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი თანახმაა განახლდეს მოლაპარაკებები, თუმცა ამას აზერბაიჯანის მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია.
ფაშინიანი არაოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ აზრბაიჯანი ყარაბაღში, ასევე სომხეთ-აზერბიაჯანის საზღვარზე ახალი სამხედრო დაპირიპისრების პროვოცირებას გეგმავს.
ფაშინიანმა ამის შესახებ განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე, სადაც ასევე საუბარი იყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნახიჩევანის მონაკვეთზე არსებულ დაძაბულობაზეც.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო უარს ამბობს გახსნას დერეფანი სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის რკინიგზის სამუშაოების დასაწყებად.