აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში, აჭარაში, სულ 890 705 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79%-ით მეტია.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ჩასული ვიზიტორების რაოდენობა 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,3-ჯერ გაიზარდა.
2009 წლის იანვარ-ოქტომბერში, აჭარაში, სულ 497 526 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2008 წლის იანვარ-ოქტომბერში 266 052 ვიზიტორი.
2010 წლის პირველ ათ თვეში აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 287 797 შეადგინა, რაც 2009 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ მეტია, ხოლო 2008 წელთან შედარებით კი, თითქმის 4-ჯერ მეტი. 2009 წლის იანვარ-ოქტომბერში აჭარას სტუმრობდა 148 598 უცხოელი ვიზიტორი, ხოლო 2008 წელს კი - 70 061 ვიზიტორი.
2010 წლის იანვარ-ოქტომბერში, აჭარაში უცხოელ ვიზიტორთა უმეტესობა, კერძოდ 42,6% - თურქეთიდან ჩავიდა (მთლიან ვიზი-ტორთა 13,8%), რაც 2-ჯერ მეტია 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თურქეთს მოჰყვება სომხეთი (უცხოელ ვიზიტორთა 33,5%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა - 10,8%), აზერბაიჯანი (უცხოელ ვიზიტორთა 14%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა - 4,5%).