მობილური ოპერატორი ბილაინი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს "ნათელი ფერები ბავშვებს" რეგიონებშიც აწყობს .
აქციის განმავლობაში, ბილაინის ნებისმიერი ახალი აბონენტი, რომელიც 9 ნოემბრიდან, 9 დეკემბრის ჩათვლით, მობილურ ტელეფონს ბილიანისაგან ან სასტარტო პაკეტს ახლადგახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში გურიაში შეიძენს, საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდება.
გაყიდული მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტის ღირებულებიდან, 50 თეთრი გადაერიცხება მცირე საოჯახო სახლს სადაც 8 ბავშვი იზრდება.
აქციის დეტალები 9 ნოემბერს , 15 საათზე, გურიაში, ოზურგეთში, ( გრიგოლ -ეპოსკოპოსის 2) ბილაინის აბონენტთა მომსახურების ახლადგახსნილ ოფისში გახდება ცნობილი.
ოფისის გახსნას დაესწრებიან სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი გურიის მხარეში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
"ნათელი ფერები ბავშვებს" არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარებისაკენ მიმართული აქტივობებით გაიხსნება" - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია " ნათელი ფერები ბავშვებს" ბილაინმა თბილისში 6 ივლისს წამოიწყო, შეგროვილი თანხით თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის სამხატვრო ოთახი მოეწყო.