სომხეთის კონტროლის პალატამ GPM Gold -ში ჩატარებული შემოწმების შემდეგ, სომხეთის მთავრობას მიმართა წინადადებით, GeoProMining -ის კუთვნილი კომპანიისთვის სოტის და მეგრადზორის ოქროს საბადოს ექსპლოატაციის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ.
კონტროლის პალატის ხელმძღვანელის იშხან ზაქარიანის განცხადებით, კონტროლის პალატა მთავრობას სთავაზობს, განიხილოს კომპანიის მიერ საბადოს უკანონო ექსპლოატაციის საკითხი, რადგან მას ფლობის ლიცენზია 2004-2008 წლებში ჰქონდა.
როგორც ზაქარიანმა განმარტა, შემოწმებების შედეგად გამოვლენილ იქნა მთელი რიგი დარღვევები.
სოტის საბადოზე კომპანიის ყოველწლურად 600 ათასი ტონა ნედლეული უნდა მოეპოვებინა, თუმცა, რეალურად 2007 წელს 16,2 ათასი ტონა, 2008 წელს 29,2 ათასი ტონა, 2009 წელს კი 320,5 ათასი ტონა მოიპოვა.
რაც შეეხება მეგრადზორის საბადოს.
კომპანიის პირობის მიხედვით, მოპოვება 120 ათასი ტონა უნდა ყოფილიყო, თუმცა 2007 წლიდან 2009 წლის ჩათვლით მოპოვებამ მხოლოდ 1,6 ათასი ტონა შეადგინა.
მისივე განმარტებით, GeoProMining გ-მა ვალდებულება აიღო ყოველწლიურად საბადოების დამუშავებისათვის სახელმწიფი ბიუჯეტსთვის 6 მლნ. დრამი გადაეხადა. პირობა დღემდე შეუსრულებელია.
მისივე თქმით, ამჟამად კომპანია GeoProMining აქციების 100 % BTB Capital PLS ბანკშია ჩადებული, კომპანია "კარლოუ ბი-ვის" სასარგებლოდ, რომელსაც ბანკმა კრედიტის სახით 250 მლნ. დოლარის კრედიტი მისცა.
როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარე განმარტავს, აღნიშნული თანხიდან სომხეთის საბადოებში ინვესტიციები არ განხორციელებულა, "რაც ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია და ამიტომაც ვაკეთებთ მკაცრ დასკვნებს".
შეგახსენებთ, რომ კომპანია GeoProMining გ-მა Sterlite Gold Ltd -ის აქციათა 100 % ინდურ კომპანია Vedanta Resources -გან 2007 წელს იყიდა.
GeoProMining გ-ის ჯგუფი მეტალის მოპოვებას რუსეთში, საქართველოსა და სომხეთში ახორციელებს. საქართველოში მის აქტივებს "მადნეული" და "კვარციტი" წარმოადგენს.
2005 წელს სს „მადნეული"-ს პრივატიზების შედეგად საწარმოს მფლობელი გახდა კომპანია "სტენტონ იქუითიზ ქორპორეიშენი" (Stanton Equitieze Corporation), რომელიც რუსული კომპანია "პრომიშლენიე ინვესტორის" შვილობილია.
2007 წლის 7 დეკემბერს "პრომიშლენიე ინვესტორის" პრეზიდენტმა და ძირითადმა მფლობელმა, სერგეი გენერალოვმა განაცხადა გარიგების თაობაზე, რომლის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული სამთომეტალურგიული საწარმოების აქციები (მათ შორის სს „მადნეული"-ს და „კვარციტი"-ს) გადაეცა "პრომიშლენიე ინვესტორის" მეორე მფლობელს, სიმან პოვარიონკინს, რომელიც ამავდროულად არის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თამჯდომარე.
გარიგების შედეგად, სს „მადნეული"-ს და „კვარციტი"-ს მფლობელი გახდა კომპანია GeoProMining.