სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი მარტივდება. "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას საჭირო აღარ იქნება საკუთრებს უფლების დამადასტურებელი მოწმობის და მის საფუძვლად არსბეული ბრძანების გამოცემა. აუქციონში გამარჯვებულ მყიდველთან, ან პრეზიდენტის შესაბამის აქტში მითითებულ პირთან, საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ხელშკრულების გაფორმებისთანავე მოხდება. ხოლო საპრივატიზებო თანხის გადახდა განხორციელდება ხელშეკრულებაში მითითებული ვადის შესაბამისად, რაც აისახება საჯარო რეესტრის ამონაწერში.
კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაცია უფრო მოქნილად და მარტივად მოხდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს გაზრდის.
კანონპროექტის მიხედვით, 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსბეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამ ცვლილებით, სრულყოფილად განისაზღვრება მიწის ის კატეგორიები, რომელიც საჭიროებს მთავრობის გადაწყვეტილებას.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებისას კანონით დადგენილ საპრივატიზებო ფასზე ნკლებ ფასად პრივატიზება შესაძლებელია, მხოლოდ მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
პრივატიზებას დაექვემდებარება დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. რამდენადაც აღნიშნუილ ტიპის ტერიტორიები მოიცავს დასახლებულ სივრცეს და, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება უფრო მართო დანიშნულებით.