"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების განხილვა იგეგმება.
"ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გვაქვს სისტემატური შეხვედრები. მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში მიმდინარე დებატები, ასევე შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოში, ასევე სხვა მიმდინარე საკითხებს და მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს განვიხილავთ, როგორც ყოველთვის",- განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა.