ჩრდილში მყოფმა ორივე ზიანის მომტანმა აქტორმა სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა.განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე დებატებისას.
კრამონის განცხადებით, საქართველო, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია, პოლიტიკურ კრიზისშია და ამაში ოროვე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლები არიან დამნაშავენი.
ისინი საკუთარ ეგოს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებენ და თანამშრომლობის ნაცვლად, პოლარიზაციას ირჩევენ. კრიზისის გადასაჭრელად ევროკავშირი ფასილიტაციდაან მედიაციაზე უნდა გადავიდეს, რაც გავაკეთეთ კიდეც. პრობლემის გადაჭრის ქვაკუთხედი ქართველი ხალხი უნდა იყოს. მათ უნდა გადაწყვიტონ შემდეგი არჩევნების დრო და ბედი. ეს არჩევნები მხოლოდ დროებით მოაგვარებს პრობლემას და არ იქნება ხანგრძლივი გადაწყვეტის გზა, ახალი სრულყოფილი საარჩევნო სისტემის გარეშე.
ჩვენ ვხედავთ, როგორ იმეორებს კრიზისი თავის თავს. სასამართლო სისტემის რეფორმა და მეტი საპარლამენტო კონტროლი ოპოზიციისთვის უნდა იყოს პოლიტიკური პრიორიტეტი. ორივე ზიანის მომტანმა ჩრდილში მყოფმა აქტორმა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ სამომავლოდ ჩარევა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოში, ამ რეგიონში მომდევნო კრიზისის დროს ჩვენი არყოფნა, დაუშვებელია", - განაცხადა კრამონმა.
9 მარტს, ევროპარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა