საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დებატები გაიმართება, სადაც მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი წარადგენს.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობა ბრიუსელის დროით 15:00 საათზე დაიწყება. საკითხი დღის წესრიგში ევროპელი დეპუტატების მხრიდან დადგა.