მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის პერიოდში.
"ევროკავშირი და ჩვენი გუნდი მხარს უჭერს საქართველოს 1.5 მლრდ ევროს ოდენობის პაკეტს, რათა მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების დაძლევა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, რათა თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე. მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა", - განაცხადა შარლ მიშელმა.