"ნიკა მელია რომ უნდა გათავისუფლდეს და მოლაპარაკებების მაგიდის ერთ მხარეს უნდა იყოს, ეს პოზიცია სწორია", აცხადებს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი.
მისი განმარტებით, მონდომების შემთხვევაში, იურიდიული მექანიზმები მოინახება, რომელიც შესაძლებელს გახდის მის განთავისუფლებას.
"ის საქმე, რომელზეც ნიკა მელიას ბრალი აქვს წარდგენილი, არის პოლიტიზებული. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ხელისუფლება სასამართლოში თავიდანვე ერეოდა, როცა ამ საქმეზე ბრალი წაეყენა არა მხოლოდ მელიას, არამედ 20 ივნისის სხვა მონაწილეებს და არც ერთ სხვა პოლიციელს. კადრებში ჩანდა, რომ პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს, თუმცა ისინი არ არიან პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა იოსელიანმა.