მოსკოვი და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის კლოუნადის თამაშს აგრძელებენ.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა.
"მოსკოვსა და ცხინვალს შორის კლოუნადა მიმდინარეობს. მოსკოვი ბრმად, უგუნურად და უპასუხისმგებლოდ ცდილობს დედაქალაქში დამკვიდროს ის აზრი, რომ შეიქმნა ახალი რეალობა, რომელიც დიდხანს იარსებებს", - აღნიშნა ვაშაძემ და აქვე დასძინა, რომ თუ რუსეთში ამის სჯერათ, მაშინ შეუძლიათ ქონების წინ და უკან გადაცემა-გადმოცემა გააგრძელონ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მერმა სობიანინმა მოსკოვის საქალაქო დუმაში შეიტანა კანონპროექტი " მოსკოვის საკუთრებაში არსებული რიგი ობიექტების სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ".
მათივე ინფორმაციით, საუბარი მიდის მოსკოვის სახსრებით აშენებულ მიკრორაიონ "მოსკოვსკის" ობიექტებზე. კერძოდ, საუბარია რვა მრავალბინიან სახლს, ასევე 189 მცირე სახლს, რომელთაგან თითოეულის ფართი დაახლოებით 200 კვ.მ.