ევროკავშირის ლიდერები, ევროსაბჭოს სამიტის წინ, მუდმივი ფინანსური ფონდის შექმნაზე შეთანმდნენ, რომელიც ვალუტა ევროს რთულ სიტუაციებში დაეხმარება და მომდევნო ფინანსურ კრიზისს თავიდან ააცილებს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, გაერთიანების ვალუტა ამა წლის დასაწყისში თითქმის მთლიანად ჩამოიშალა იმიტომ, რომ შესაბამისი მექანიზმი არ არსებობდა.
ინიციატივის ავტორები გერმანია და საფრანგეთი არიან. სავარაუდოდ, აღნიშული ფონდი დეკემბერში, ევროსაბჭოს სამიტზე დაფუძნდება.
მასალის გამოყენების პირობები