აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩედ ვულფმა თანამდებობა დატოვა.
"11 იანვრის 23:59 საათიდან შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას ვტოვებ. ამ ნაბიჯს მწუხარებით ვდგამ, ვინაიდან უწყებაში მუშაობას ამჟამინდელი ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე ვგეგმავდი", - აღნიშნა ჩედ ვულფმა.
ჩედ ვულფი არის დონალდ ტრამპის კაბინეტის მესამე მდივანი, რომელმაც გასული კვირის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მანამდე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ტრანსპორტის მდივანმა ელეინ ჩაომ და განათლების მდივნმა ბეტსი დევოსმა განაცხადეს.
კაბინეტის წევრები გადადგომას ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, კაპიტოლიუმში ძალადობრივ შეჭრას უკავშირებენ.