პირველი ნოემბრიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრასპორტის რაოდენობა შემცირდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ისეთი ავტობუსების სამარშრუტო ხაზები, რომლებზედაც მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა არ არის, გაუქმდება.
მისი თქმით, ამჟამად სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაცია და მოდერნიზაცია მიმდინარეობს.
სამარშრუტო ხაზების ავტობუსებში, რომლებიც გაუქმებას ექვემდებარება, გამოიკვრება განცხადება, რომელიც მოსახლეობას ამცნობს გაუქმებისა და მის ჩასანაცვლებელ ალტერნატივის შესახებ.