2010 წელს აშშ-ის ყველაზე გავლენიან მამაკაცად სატირიკოსი და პოპულარული ტელეწამყვანი ჯონ სტიუარტი დასახელდა.
მისი ტელეპროგრამა "ყოველდღიური შოუ" მაყურებელმა პირველად 1999 წელს იხილა. 2001 წელს კი ის პრესტიჟული ამერიკული ტელეპრემიის "ემი"-ს ერთ-ერთი კანდიდატიც გახდა.
ჯონ სტიუარტმა ჟურნალ "ასქმენის" რეიტინგის მიხედვით ქვეყნის 49 მამაკაცს შორის, ყველა კონკურენტს გაუსწრო.
რეიტინგის განსაზღვრაში 500 ათასმა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს ყველაზე გავლენიან მამაკაცად დასახელებული აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამჟამად მხოლოდ 21-ე ადგილზეა.
მეორე ადგილზე რეიტინგის მიხედვით ბილ გეიტსი აღმოჩნდა, მესამეზე ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, მეოთხეზე კი კომპანია "APLLE"-ს შეფი სტივ ჯობსი.