"ქართულ პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერები საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ. განცხადება დღეს, 27 ოქტომბერს, 13.30 საათზე, პარტიის ოფისში გაკეთდება.
სოზარ სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ოქტომბერს, გავრცელდა. შს-ს ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს შპს "გრანდის", შპს "ამოს", შპს "ვ.ვ. ოილის", შპს "ნეროს" თანამშრომლები.
არსებული ინფორმაციით, ვახტანგ სუბელიანი ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელია და, სავარაუდოდ, ნავთობის ბიზნესში საქმიანობს.
ვახტანგ სუბელიანის დაკავება საბუთების გაყალბებასა და თაღლითობას უკავშირდება.