ავტომანქანიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრისას 200-ლარიანი ჯარიმის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანის პროექტი დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზებზე დაყრასთან ერთად, დასჯადი გახდება სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალის, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებსა და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა.
აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დასჯას 200 ლარის ოდენობით. ხოლო იურიდიული პირი ამ დანაშაულისთვის 1000 ლარით დაისჯება. ფიზიკური პირი, დანაშაულის განმეორების შემთხვევაში, დაისჯება 500 ლარით, იურიდიული პირი ან ორგანიზაცია კი _ 3 ათასი ლარით.
რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზებზე დაყრას, აღნიშნული ქმედება 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.