1-ელ აგვისტომდე უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებული მოქალაქეები სანქციისგან გათავისუფლდებიან. ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტი პარალმენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
შესაბამისად, თუკი მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტომდე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პირს ჯარიმა უკვე გადახდილი არ აქვს, მაშინ იგი ამ ჯარიმისგან გათავისუფლდება.
გათავისუფლება შეეხება ჯარიმის საურავსაც. უკვე გადახდილ ჯარიმებზე კი ეს შეღავათი არ გავრცელდება.