ამერიკის შეერთებული შტატები ზესახელმწიფოს სტატუსს ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნებს. ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონის ყოვლკვირეულ " National Journal"-ში გამოქვეყნებულ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინტერვიუში.
ობამამ შეაფასა მსოფლიო პოლიტიკაში არსებული ძალთა ბალანსი და აღნიშნა, რომ "განვითარებად ქვეყნებს, როგორც ჩინეთს და ინდოეთს, უზარმაზარი პოტენციალი აქვთ, თავიანთი წონა საერთაშორისო ასპარეზზე გამოყენოს".
ამასთან, ობამამ დასძინა, რომ პლანეტაზე დღეს აშშ ზესახელმწიფოა.
მისი შეფასებით, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ვაშინგტონის ხშირი კრიტიკისა, ყოველთვის აქვთ ამერიკის იმედი, როდესაც რაიმე სერიოზული პრობლემა წარმოიქმნება _ იქნება ეს ვითარება სუდანში თუ ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრა.
"ძნელი წარმოსადგენია, მომდევნო ათწლეულებში სხვა სახელმწიფოებმა საერთაშორისო არენაზე ასეთი გავლენა მოიპოვონ და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე ასეთი პასუხისმგებლობა აიღონ", - აღნიშნა ობამამ.
მისი შეფასებით, ჩინეთი რაც არ უნდა სწრაფად განვითარდეს, აშშ-ის დანახარჯებთან შედარებით, თავდაცვაზე მაინც მცირე ნაწილს ხარჯავს.
"გარდა ამისა, 700 მილიონი ადამიანი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს და პეკინი იძულებულია, ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით დიდი თანხები გაიღოს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.