საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს კულტურის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს მარტინ აიხტინგერს შეხვდა.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც მხარეებმა ხაზგასმით აღინიშნეს საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურისა და განათლების სფეროებში კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. ასევე განხილულ იქნა ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს კულტურის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი მარტინ აიხტინგერი თბილისში ავსტრიის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფება.