საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 51993-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 51993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 37019 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 423.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3094 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2438, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4618.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.