ხვალ, 25 ოქტომბერს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ამ სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია აწყობს.
აღნიშნული შეხვედრა პირველ რიგში ემსახურება ისეთი სიახლის გავრცელებას, როგორიცაა ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების დანერგვა.
პრეზენტაციაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტატო ურჯუმელაშვილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ცვლილებების პრეზენტაცია მოაწყობს, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი დავით მარღანია შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის პრეზენტაციას გამართავს.
შეხვედრა 25 ოქტომბერს სასტუმრო „ Courtyard Marriott" წვეულებათა დარბაზი 16 საათზე დაიწყება.