შვეიცარიის სასამართლომ შვიდ ქართველს განაჩენი გამოუტანა. ეჭვმიტანილები 2008-2009 წლებში ჟენევაში ჩადენილ ძარცვებში დამნაშავედ ცნეს. დაჯგუფების მეთაურს, რომლის ვინაობაც ამ დრომდე არ ხმაურდება სასამართლომ ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დანარჩენი დაკავებულები კი ციხეში სამიდან - ხუთ წლამდე დარჩებიან.
შვეიცარიული მედიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირიც ბრალდება.