საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 26503-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 26503 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10163 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 193.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 1848, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -3571.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.