"საქართველოში ამ დროისთვის უმუშევართა რაოდენობა 16 პროცენტს შეადგენს", _ ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლით დაინტერესდა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მოხდეს ხალხის გადამზადება ისე, რომ ყველა მოერგოს ამ ეკონომიკურ პროცესებს და ეს არის როგორც ეკონომიკის, ასევე განათლების სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია.