"მომავალი წლიდან დიდუბის გვირაბის მშენებლობა დაიწყება", _ განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ რკინიგზის ხაზის გადასვლით, ფაქტობრივად, მეორე სანაპირო გაკეთდება, რაც ისტორიული გარღვევა იქნება, ისეთივე, როგორც იყო 30-იან წლებში, როდესაც ლავრენტი ბერიამ სანაპირო გააკეთა.
ნიკოლაიშვილის განცხადებით, დაიწყება მეტროსადგურის მშენებლობაც და 2011 წელი საქართველოში მშენებლობების ბუმი იქნება.