რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ახალი გზების მშენებლობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მომავალ კვირაში გაიხსნება ბეტონის საფარიანი გზის 15-კილომეტრიანი მონაკვეთი რუისის მიმართულებით. რამდენიმე დღეში აჭარაში შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ ნიკოლაიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა.
"მომდევნო კვირაში გავხსნით ბეტონის საფარიანი გზის 15-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც რუისამდე ჩაგვიყვანს. რამდენიმე დღეში ვიწყებთ აჭარაში შემოვლითი გზის მშნებელობას. დეკემბერში ვიწყებთ იმერეთში ზესტაფონი-სამტრედიის უნიკალური გზის მშნებელობას და რიკოთის გვირაბთან შევაერთებთ ამ გზებს. მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა