"რაც დღეს კეთდება, ყველაფერი საშვილიშვილოდ კეთდება, ვინაიდან საქართველოს არ აქვს ფუფუნება იმისა, რომ რამე საშუალო დონეზე გააკეთოს", _ ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლებას სწორი კონცეფცია აქვს აღებული, რადგან ახლა ყველაფერი კეთდება საუკეთესოდ და საშვილიშვილოდ. საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, რომ რამე საშუალოდ გაკეთდეს.
"თუ გავაკეთებთ საშუალოს ან საშუალოზე დაბალს, კუს ნაბიჯებით ამოვიქაჩებით. თუ გვინდა საუკეთესო გავაკეთოთ, ახლა უნდა გავიჭირვოთ, შემოვიჭიროთ ქამრები და ყველაფერი ჩავდოთ ამ უმაღლესი ხარისხის ტექნიკაში. თუნდაც მესტია უნდა ვაქციოთ ისეთ ქალაქად, როგორებიცაა შვეიცარიის და გერმანიის საუკეთესო კურორტები. ხალხისთვის ადვილი იქნება ახსნა, რატომ უნდა ჩამოვიდნენ აქ. მაშინ შემოვა 5-6-ჯერ მეტი ხალხი, რაც ნიშნავს მეტ შემოსავალს", - აღნიშნა სააკაშვილმა.