დღეს 16 ნოემბერს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" კახეთში სამ დამფუძნებელ კონფერენციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობა სამართლიანი საქართველოდან აცნობეს, დღეს 12:00 საათზე სიღნაღის დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება სოფელ ლაკირის კულტურის სახლში.
14:00 საათზე დედოფლისწყაროს დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება დედოფლისწყაროს კულტურის სახლში.
დღის ბოლოს იგეგმება ასევე ლაგოდეხის დამფუძნებელი კონფე4რენციის გამართვაც. მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, ლაგოდეხის დამფუძნებელი კონფერენცია 16:30 საათზე ლაგოდეხის კულტურის სახლში გაიმართება.