"ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც ვერცხლისწყალივით იქნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე.
"ეკონომიკის სამინისროსთან გარკვეული შენიშვნები მქონდა. ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს პრაქტიკულად მთელი შემადგენლობა გამოიცვალა. მთავრობის წევრს, რომელიც უბრალოდ დევს კაბინეტში და ელოდება, როდის მიუტანენენ რაღაც ქაღალდს და მოაწერს ხელს, ან საერთოდ არ მოაწერს _ არ მოვითმენთ", _ აცხადენს სააკაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს ვერცხლისწყალივით მთავრობა სჭირდება.
"ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება ვერცხლისწყალივით. როგორიც რამაზ ნიკოლეიშვილია, ვერა ქობალია და სხვები. ქვეყნის პროპაგანდირებას უნდა აკეთებდეს ყველა _ დაწყებული პრეზიდენტითა და პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული თითოეული თანამშრომლით", _ განაცხადა სააკაშვილმა.