პარალმენტში უახლოეს სასესიო მოსმენაზე უბილეთო მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გაუქმებაზე იმსჯელებენ.
აღნიშნული საკითხი დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტით, პირებს, რომლებიც 2010 წლის აგვისტომდე უბილეთოდ მგზავრობდნენ და მათზე ჯარიმა-საურავია დარიცხული, ეს თანხა ჩამოეჭრებათ.
"უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულია სულ 1200-მდე ადამიანი, ხოლო თანხა 1 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს. კანონპროექტის მიხედვით ამ ადამიანებს აღნიშნული ჯარიმების გადახდა აღარ მოუწევთ და მათ ჩამოეჭრებათ," - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ.