საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ამერიკული კომპანიის " Greenberg Quinlan Rosner " კვლევები ცალსახად ადასტურებს მოსახლეობის ნდობას არსებული ხელისუფლებისა და პოლიტიკური კურსის მიმართ.
"ამ კვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ნდობა, რომელიც არსებობს ხელისუფლების, მისი პოლიტიკური კურსისა და რეფორმების მიმართ. ჩვენთვის ეს არის სერიოზული პასუხისმგებლობა და სერიოზული სიგნალი, რომ აუცილებელია ბოლომდე მივიყვანოთ ყველა პროგრამა და რეფორმა", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, რეფორმების ბოლომდე მიყვანის მიზანს წარმოადგენს ის რომ იყოს ქვეყანაში უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი, განვითარდეს ეკონომიკა და ყველა ადამიანს მოუგვარდეს არსებული პრობლემები.