იქმნება კრიტიკული სიტუაცია, გაუჭირდება გამკლავება ამ ნაკადთან ნამდვილად, იმიტომ რომ საკმაოდ დატვირთული ჰოსპიტალური სექტორი, ანუ საკმაოდ კრიტიკულია ამ მხრივ სიტუაცია, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა, ეკატერინე ქარქაშაძემ ტელეკომპანია „პირველითვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, მსუბუქი ფორმები გადაჰყავთ ბინაზე, იწყებენ კიდეც მკურნალობას ბინაზე, ხოლო საავადმყოფოები იღებენ მძიმე ფორმებს, ანუ იმ პაციენტებს, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ სამედიცინო მკურნალობა.
ეპიდემიოლოგის თქმით, ეს გამოწვეულია შემთხვევების მატებითა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვით და ეს აბსოლუტურა სწორი მიდგომაა.
"ზრდის სტატისტიკა ვფიქრობ შენარჩუნდება. ამ შემთხვევაში, აჭარის რეგიონია ეპიცენტრია. ყველანაირი ლოგიკით, ჩემი პროფესიული თვალთახედვით გვექნება მზარდი სტატისტიკა. აღმავალი შემთხვევების ზრდა აუცილებლად გაგრძელდება, სამწუხაროდ.
მისი თქმით, ზრდა რამდენი ხანი გაგრძელდება, ზუსტად ამის თქმა ძნელია. სხვა ქვეყნების მოდელის მიხედვით პიკამდე მიღწევას სჭირდებოდა ზოგჯერ თვენახევარი, ზოგჯერ ორი თვე.
"ნელ-ნელა, იქმნება კრიტიკული სიტუაცია, გაუჭირდება გამკლავება ამ ნაკადათან ნამდვილად, იმიტომ რომ საკმაოდ დატვირთული ჰოსპიტალური სექტორი, ანუ საკმაოდ კრიტიკულია ამ მხრივ, სიტუაცია. თუმცა ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი შემოიტანეს, გაწერის კრიტერიუმი შედარებით გაამარტივეს და ეს ყველაფერი მიმართულია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვისკენ", - თქვა ქარქაშაძემ.