აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე "ASP SHIP MANAGEMENT GROUP"-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ვარშალომიძე სტუმრებს საზღვაო აკადემიის რექტორ ნიკოლოზ წიკლაურთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე აჭარის პირველმა პირმა და "SHIP MANAGEMENT GROUP"-ის ხელმძღვანელმა პრატაპ შაირკმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საუბარი საზღვაო აკადემიის სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობასა და საზღვარგარეთ კადეტთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებსაც შეეხო. "SHIP MANAGEMENT GROUP"-მა ბათუმში წარმომადგენლობა უკვე გახსნა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. დელეგაცია ბათუმს დღეს დატოვებს.