11:00 საათზე _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის
მოადგილე ნინო კალანდაძე ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგს
გამართავს.
11:00 საათზე _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტს კადისის უნივერსიტეტის (ესპანეთი) დელეგაცია
ეწვევა.
11:30 საათზე _ შპს "რაკია საქართველო - თავისუფალი ინდუსტრიული ზონა"
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს
სამრეწველო-სავაჭრო პალატის წევრებისთვის პრეზენტაციას
გამართავს.
12:00 საათზე _ სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ
იაკობაშვილი საქართველოში კანადის ელჩს მარკ ბეილს
შეხვდება.
მის: სახელმწიფო კანცელარია, მე-5 სართული, რეინტეგრაციის
საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
13:00 საათზე _ პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ბრიფინგს
გამართავს.
15:00 საათზე _ პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
18:00 საათზე _ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის
სახელით გაიმართება მიღება, რომელზედაც მოწვეულნი
არიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების
წარმომადგენლები.