აჭარის მთავრობა რეგიონის მაშტაბით კარტოფილის მოსავლის მონიტორინგს ახორციელებს.
ამ დროისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მონიტორინგს ხულოს რაიონში ატარებს.
ამჯერად სამინისტროს წარმომადგენლები სოფელ ტაბახმელაში, ერთ-ერთი ფერმერის ნაკვეთში იმყოფებოდნენ, სადაც რამდენიმე თვის წინ საცდელად სამინისტროს მიერ შემოტანილი კარტოფილის ჯიშები დაითესა. 11 ელიტარული ჯიშის კარტოფილისგან მოსავლიანობითა და გამძლეობით ცხრამ გაამართლა. მონიტორინგის დროს ფერმერებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კარტოფილის მოსავალი თითოეულ კვადრატულ მეტრზე დაითვალეს.
სამინისტრო სამომავლოდ საუკეთესო ჯიშის კარტოფილის გამოყენებას სხვა ტერიტორიებზეც გეგმავს. მარტო ხულოს რაიონში კარტოფილის მეურნეობა 1500 ჰექტარზეა გაშენებული.