ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე კვიტაშვილს და სტუდენტებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოში ესტონეთის ელჩმა იური ლუიკმა აღნიშნა, ლისაბონის სამიტის წინ მსგავსი შეხვედრების გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ნატოს ხელმძღვანელების ვიზიტი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოსა და ალიანს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო ღრმავდება.
ამ წუთებში კი ნატოს დელეგაცია ნატოს სამეკავშირეო ოფისში შეხვედრებს განაგრძობს, სადაც ოფიციალურად "პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის" პროექტს გახსნიან.