მობილური ოპერატორი "ბილაინი" მომხმარებელს კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს, 19 ოქტომბერს, ქსელის შეფერხებით მუშაობის გამო და ნებისმიერ აბონენტს, რომელიც გუშინდელი დღის ჩათვლით კომპანიის ქსელში იყო ჩართული, საკომპენსაციოდ ქსელის შიდა ზარებზე სასაუბროდ 60 უფასო წუთს ჩუქნის, რომლის გამოყენებაც მათ ნოემბრის ბოლომდე შეეძლებათ.
21 ოქტომბრიდან - 28 ოქტომბრის ჩათვლით, აბონენტებს კომპენსაციის მიღება ნომერზე - 111 SMS-ის გაგზავნით, ამავე ნომერზე დარეკვით, ან შემდეგი კომბინაციიას * 111 # აკრეფით შეძლებენ. ხოლო 28 ოქტომბრიდან - 29 ნოემბრის ჩათვლით, აბონენტებს კომპენსაციის მიღება აბონენტთა მომსახურების ცენტრში (0611) ზე დარეკვით შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, დაახლოებით 10 საათის განმავლობაში, ბილაინის ქსელი თბილისის რამდენიმე უბანსა და ქვეყნის სხვადასხვა რაიონში შეფერხებით მუშაობდა, რაც ქსელის ტექნიკურ ხარვეზებთან იყო დაკავშირებული.
"კიდევ ერთხელ გვინდა მოვუხადოთ ბოდიში ჩვენს აბონენტებს იმის გამო, რომ ქსელი გუშინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა. აბონენტის ბაზის ზრდასთან და ჩვენი ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ ადამიანების წინაშე , ვინც ირჩევს ბილაინს ირჩევს", - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.