დღეს, 11:00-დან 19:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება საბურთალოს რაიონში ფანასკერტელის ქუჩასა და ბახტრიონის ქუჩა №30-ს.
კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ ინფორმაციით, შეფერხება საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე, წყალსადენის ახალი ქსელის მოქმედ ქსელთან მიერთებას უკავშირდება.
ქსელთან მიერთების სამუშაოებს `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ ტექნიკური სამსახურის ბრიგადა დილიდანვე შეუდგება.