საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1264-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1054 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 17.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6930 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -263.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.