საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1197-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1197 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 974 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 17.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -294.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.