საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 953-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 953 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 830 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 15.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 192.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.