საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 939-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 939 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 817 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 15.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.