აშშ-მა და რუსეთმა გაეროში გენერალური ასამბელის კომიტეტში სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ რეზოლუციის პროექტი შეიტანეს. რეზოლუციის პროექტი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზეა მომზადებული.
რეზოლუციის პროექტი "სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ორმხრივი შემცირება და სტრატეგიული ურთიერთობების ახალი ჩარჩოები" ოფიციალურად იქნა შეტანილი გაეროს პირველ კომიტეტში, რომელიც განიარაღების საკითხებით არის დაკავებული.
სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულება 2010 წლის 8 აპრილს პრაღაში გაფორმდა და მას ხელი აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერეს.