გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს! - მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა თბილისის ქუჩებში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით წარწერები ხელახლა გააკეთეს.
შესაბამისი ფოტოები მოძრაობამ facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს, კედლებზე ასეთი შინაარსის წარწერების გაკეთებისთვის მოძრაობის წევრები მუნიციპალურმა ინსპექციამ 1800 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, მათ წარწერების წასაშლელად 10-დღიანი ვადა მისცეს, თუმცა, ამ ვადის ამოწურვამდე სტენსილები თავად მუნიციპალურმა სამსახურმა გადაღება.