საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 794-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 794 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 624 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.