უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის რაიონის ქალაქ მარგანეცში, მატარებელი ავტობუსს შეეჯახა.
შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ავარია ავტობუსის მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია. მან შუქნიშნის სიგნალს ყურადღება არ მიაქცია და რკინიგზის ხაზი იმ დროს გადაკვეთა, როდესაც რელსებზე მატარებელი მოდიოდა.