საქართველოს პრეზიდენტმა მიხელი სააკაშვილმა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძეს, სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელსა და შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ არსოშვილს ათდღიანი ვადა მისცა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც შიდა ქართლში საოკუპაციო ზოლთან მყოფ სოფლებში არსებობს. ამის შესახებ სააკაშვილმა მათთან შეხვედრისას ისაუბრა.
"ნიქოზი და სხვა სოფლები არიან ძალიან დაზარალებული. ისინი ოკუპანტების მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ. ამ ხალხს ყველანაირად უნდა დავუდგეთ გვერდში. უნდა დავარიგოთ შეშა, ფქვილი და სხვა სახის დახმარებები უნდა გავცეთ. ამ ხალხმა უნდა გამოიზამთროს და თავი დაუცველად არ უნდა იგრძნოს. განათლების რეფორმები პირველ რიგში ამ სოფლებში უნდა განხორციელდეს. თუკი სადმე რამე კეთდება, უნდა გაკეთდეს ნიქოზში და სხვა მიმდებარე სოფლებში. ეს იქნება ჩვენი პასუხი იმ ნაძირლობებზე, რასაც რუსი ოკუპანტები ჩადიან," - განაცხადა სააკაშვილმა.