ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის ქვოტას ისევ ეკა ხერხეულიძე დაიკავებს. ამის შესახებ განცხადება დღეს ბიუროს სხდომაზე გაკეთდა.
საპარლამენტო უმცირესობის კვოტას კი ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი რომან მარსაგიშვილი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ უდოს კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას თითო წევრი ჰყავს. დეპუტატები როტაციის წესით იცვლებიან.
უმრავლესობის ქვოტა აქამდე ეკა ხერხეულიძეს ეკავა, უმცირესობის ქვოტა კი ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელს რატი მაისურაძეს ეკავა.