"უიქენდ ტურის" ფარგლებში ბათუმის ახალ ბულვარში კონცერტები გრძელდება. ჯუნიორ ჯეკის და ჩოოლიო-ს შემდეგ, მომავალ შაბათს ბათუმს ჯგუფი "Snap" და ჯგუფი "Region" ეწვევიან. ისინი ბათუმის ახალ ბულვარში კონცერტზე მისულ მაყურებელს ძველ და ახალ სიმღერებს შესთავაზებენ. საკონცერტო მზადება ახალ ბულვარში უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, აჭარის ტურიზმის სააგენტო და კომპანია "Event Group"-ის ინიციატივით აჭარაში "უიქენდ ტურები" ეწყობა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ტურისტული პაკეტები, რომელთა შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს სპეციალურ ფასდაკლებას სასტუმროებში, რესტორნებში, კაფეებში (15-25%), ასევე გასართობ კლუბებსა და ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებში უფასოდ შესვლის უფლებას, ტურისტული პაკეტების ღირებულება იწყება 55 ლარიდან.
ქართველი პოპ და როკ მუსიკის ვარსკვლავებთან ერთად ყოველ შაბათს, სპეციალურად მოწყობილ სცენებზე ბათუმში დაუკრავენ სპეციალურად მოწვეული უცხოელი ვარსკვლავები.